პარლამენტში ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და ანზორ ბოლქვაძე დაუპირისპირდნენ
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და ,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე ხულოს ინფრასტრუქტურის საკითხებთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ.
ბოლქვაძე ხულო-ადიგენის გზის მშენებლობაზე საუბრობდა, რა დროსაც განაცხადა, რომ აღნიშნული გზის მშენებლობას წინა ხელისუფლების დროს მწვანე შუქი არასდროს ანთებია.
გიორგი ვაშაძემ ანზორ ბოლქვაძეს მიმართა – „შენს ადგილზე ხმას არ ამოვიღებდი საერთოდ, ჩემს სახელს ნუ ახსენებ“.
ანზორ ბოლქვაძემ ვაშაძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მის სახელს არ ახსენებს და გაუგებარი იყო მისი ეს პოზიცია.