პაატა მანჯგალაძე: სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ეროვნული მოძრაობის სიმბოლოს მერაბ კოსტავას სახლი იყოს ამ მდგომარეობაში

„სიმბოლოებს, ღირებულებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ფუნდამენტსა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებები ამ ღირებულებებისა და სიმბოლოებისადმი განსაზღვრავს ჩვენი, როგორც მოქალაქისა და შემდეგ როგორც პოლიტიკოსის რაობას”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მან კოლეგებს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ეზოს ფოტოები წარუდგინა, რაც, მისი შეფასებით, ნაგავსაყრელადაა ქცეული.
„ამ ფოტოებზე ასახული ნაგავსაყრელი მერაბ კოსტავას სახლის ეზოა, სადაც ჩაისახა და დაიწყო ეროვნული მოძრაობა. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში, როცა ჩვენ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ სუვერენიტეტზე, ეროვნული მოძრაობის სიმბოლოს მერაბ კოსტავას სახლი იყოს ამ მდგომარეობაში. ეს ფოტო ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და წარმოაჩენს თქვენს ნამდვილ დამოკიდებულებას ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებებისადმი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები