პაატა მანჯგალაძე: საინტერესოა, თუ “ნაცმოძრაობა” ხელს არ აწერს მიშელის დოკუმენტს, რა გეგმით შემოდის პარლამენტში

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კარგია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში შედიან, მაგრამ თუ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერენ, საინტერესოა, რა გეგმა აქვთ პარლამენტში.

“კარგია, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები შემოუერთდებიან საქართველოს პარლამენტს და უკვე ყველა ჯგუფის ინტერესი იქნება წარმოდგენილი იმ პარლამენტშიც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ვადამდელ არჩევნებამდე კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა. ამ პროცესს ძალიან დაეხმარება “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შემოსვლა. რაც შეეხება საკითხს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერენ, ამაზე ისაუბრეს საერთაშორისო პარტნიორებმაც. მე მიმაჩნია შეცდომად დოკუმენტზე ხელის არმოწერა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გარდა იმისა, რომ ვართ ხალხის ხმა, ასევე ქვეყანას ძალიან სჭირდება რეფორმები, რომელიც მიშელის დოკუმენტითაა გათვალისწინებული. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა. ახლა საინტერესოა, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ხელს არ აწერს დოკუმენტს, რა გეგმით შემოდის პარლამენტში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები