შალვა პაპუაშვილი: უკიდურესი სირცხვილის ზღვარს მიღმაა, როცა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის სათავეში მყოფი ადამიანი იმდენად უღირსად იქცევი, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს სპეციალური განცხადების გავრცელება უწევს
“უკიდურესი სირცხვილის ზღვარს მიღმაა, როცა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის სათავეში მყოფი ადამიანი იმდენად უღირსად იქცევი, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს სპეციალური განცხადების გავრცელება უწევს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმედია, ახლა მაინც დაფიქრდებიან გახარიასთან გაერთიანებული ადამიანები, რომ გუნდისგან გაქცეული პოლიტიკოსი ნამდვილად არაა ის, ვისაც საქართველოსთვის ისურვებდნენ.
,,ბიძინა ივანიშვილი – “თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი”.
უკიდურესი სირცხვილის ზღვარს მიღმაა, როცა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის სათავეში მყოფი ადამიანი იმდენად უღირსად იქცევი, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს სპეციალური განცხადების გავრცელება უწევს, რომ მისი სახელით მანიპულირებაში და ხმების პარაზიტობაში გამხილოს.
გარსი საკუთარი შიგთავსის გარეშე, იმიჯი შინაარსის გარეშე, ესაა ამ ახალი პოლიტიკური ძალის სამწუხარო კონსტრუქცია.
იმედია, ახლა მაინც დაფიქრდებიან მასთან გაერთიანებული ადამიანები, რომ
– პასუხისმგებლობისგან გაქცეული,
– გუნდის მიმტოვებელი და
– სხვისი სახელით მოსარგებლე პოლიტიკოსი, ნამდვილად არაა ის, ვისაც საქართველოსთვის ისურვებდნენ”, – წერს შალვა პაპუაშვილი ,,ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.