ალუდა ღუდუშაური: გახარიასა და მისი გუნდის მოქმედება სინქრონშია „ნაცმოძრაობასთან“, ამიტომ, როგორც ჩანს, ბატონ ბიძინასაც მოუწია, ეს განცხადება გაეკეთებინა

“გახარიასა და მისი გუნდის მოქმედება არის სინქრონში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამიტომ, როგორც ჩანს, ბატონ ბიძინასაც მოუწია, ეს განცხადება გაეკეთებინა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას გადადგომა გუნდისთვის ღალატის ტოლფასი იყო.

„გახარიასა და მისი გუნდის მოქმედება არის სინქრონში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამიტომ, როგორც ჩანს, ბატონ ბიძინასაც მოუწია, ეს განცხადება გაეკეთებინა. საჭიროდ ჩათვალა, რომ მკაფიოდ გაევლო ხაზი. დიახ, გახარიას მოქმედება, როდესაც მან დატოვა პრემიერის პოსტი, გუნდისთვის ღალატის ტოლფასი იყო. ეს არის მკაფიო და ყველასთვის ცხადზე ცხადი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები