დავით ზალკალიანი: ჩვენ, თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, ჩართული ვართ ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროექტებში

“თურქეთში საქართველოს ხელისუფლების ვიზიტის ერთ-ერთი ლაიტმოტივი იყო რეგიონული უსაფრთხოება და ახალი გეოპოლიტიკური გარემო”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

“საზოგადოებას მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო, თუ რა შეფასება მისცა ამ ვიზიტს თურქეთის პრეზიდენტმა. მან განაცხადა, რომ საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის გასაღები. ძალიან ზუსტი შეფასებაა და ზუსტი დეფინიციაა იმისა, რასაც ჩვენი ქვეყანა ასრულებს ამ ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში. ჩვენ, თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, ჩართული ვართ ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროექტებში, როგორიცაა გაზსადენი და ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის როლის გაძლიერებაზეც ილაპარაკა. „იმ ფონზე, როცა ჩვენ ვიხილეთ რუსეთის აქტივობები ყარაბაღის ომთან მიმართებით, რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაზრდილი ყოფა რეგიონში. ამასთან უაღრესად მნიშვნელოვანია იმ მასტაბილირებელი ფაქტორის წამოწევა, რასაც საქართველო ასრულებს რეგიონში. ესაა ჩვენი პოლიტიკის გაცხადებული ნაწილი, რომ საქართველო უნდა იყოს აქტიური ამ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროექტების წინ წაწევაში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა და ფუნქცია გავზარდოთ რეგიონში. ჩვენი ფუნქციის გაზრდა და ასეთი გეოსტრატეგიული პროექტების ჩვენს ტერიტორიაზე გავლა და საქართველოს მონაწილეობა გაზრდის ჩვენს როლს.

გარდა ამისა ძალიან ბევრ თემას შევეხეთ. მათ შორის იმასაც, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს საქართველოს იგივე სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის გაღრმავების კონტექსტში. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო შეგვიძლია შევთავაზოთ როგორც პლატფორმა ჩვენს მეზობლებსა და პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები