“ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს – მომხდარი დანაშაულის 70%-ის გახსნა, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა” – გეკა გელაძე
“ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს – მომხდარი დანაშაულის 70%-ის გახსნა, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა და უპრეცედენტო, პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს ისტორიაში”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა.
“ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი სახე არის ნარკოდანაშაული, ამ მიმართულებითაც პრემიერის დავალებით ყოველდღიური და აქტიური ჩართულობით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. ჩვენ ასევე ნარკოდანაშაულის მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებებთან ერთად პრევენციული სახის ღონისძიებები, სხვადასხვა მექანიზმები და ინსტრუმენტები შევქმენით. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მიგრაციული პრობლემები, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები განხორციელდა ბოლო თვეების განმავლობაში. გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, წინა წელს 1 311 არალეგალი იქნა ქვეყნიდან გაძევებული. ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველოში იყოს უსაფრთხო გარემო. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ქართული პოლიცია და მე მეამაყება თითოეული პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი”, – განაცხადა გეკა გელაძემ.