ჰარცელი: იმედი მაქვს, მომდევნო ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი იქნება განსხვავებების დაძლევა და პოზიციების დაახლოება
ამნისტიის კანონპროექტზე, როგორც ვიცი, დისკუსია მიმდინარეობს და განსახილველია ერთზე მეტი პროექტი. იმედი მაქვს, მომდევნო ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი იქნება განსხვავებების დაძლევა და პოზიციების დაახლოება, რათა ყველამ დაუჭიროს მხარი ამნისტიის კანონს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„ეს არის მიმდინარე დისკუსია და არის ერთზე მეტი პროექტი განსახილველი. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი იქნება განსხვავებების დაძლევა და პოზიციების დაახლოება, რათა ყველამ დაუჭიროს მხარი ამნისტიის კანონს, რომელსაც შეთანხმების შედეგად ველოდებოდით“, – განაცხადა ჰარცელმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.