ფატმა ჯერენ იაზგანი: მივესალმებით მრავალი წლის შემდეგ შავ ზღვაში გაზის ახალი საბადოს აღმოჩენას, რაც უფრო თვითკმარი იქნება რეგიონი, ეს სარგებელს მოუტანს საქართველოსაც

თურქეთი გახლავთ ბუნებრივი აირის უმსხვილესი იმპორტიორი რეგიონში. როგორც მილსადენებით, ასევე გათხევადებული გაზით ამერიკიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ენერგორესურსები, რათა განვითარება განვაგრძოთ და ამიტომ, მივესალმებით მრავალი წლის შემდეგ ახალი საბადოს აღმოჩენას, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

„თურქეთის მთავრობას თანმიმდევრული ენერგოპოლიტიკა აქვს. ჩვენ, ერთის მხრივ, განახლებადი ენერგიის წყაროებს ვავითარებთ, ხოლო მეორე მხრივ, ვითვისებთ ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ გაზის რესურსებს. ვფიქრობ, რაც უფრო მდგრადი და თვითკმარი იქნება რეგიონი, ეს იმოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე და სარგებელს მოუტანს საქართველოსაც“, – განაცხადა ელჩმა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბუნებრივი აირის ზღვიდან ხმელეთამდე მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება, რომელიც საბადოდან ზონგულდაქის პროვინციის ქალაქ ფილიოსამდე 155 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობასაც მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები