ლევან ნიკოლეიშვილი – ნათია მეზვრიშვილზე: ეს გაუგონარი არსება ჯერ პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო, მერე – გახარიას მოადგილე, მერე – პრემიერის აპარატის უფროსი

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის შესახებ წერს.

ნიკოლეიშვილის თქმით, მის უტიფრობას საზღვარი არ აქვს.

,,ეს გაუგონარი არსება ჯერ პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო, მერე გახარიას, ანუ შს მინისტრის მოადგილე, მერე პრემიერის აპარატის უფროსი და ეს ყველაფერი ხდებოდა სულ რამდენიმე თვის წინ. ,,ნაცები” რომ უტიფრები არიან, ისინიც კი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელი ერიდებოდნენ მმართველი პარტიის კრიტიკას. აი, კონკრეტულად ამის უტიფრობას საზღვარი არ აქვს,” – წერს ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები