ვახტანგ მეგრელიშვილი: არ ვიცი, რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიციამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ამნისტიის კანონპროექტს, ეს არის შეთანხმების ნაწილი და უნდა შესრულდეს

„გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა ამნისტიასთან დაკავშირებით ერთიან დოკუმენტზე შეჯერდება.

მისივე თქმით, ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი და, შესაბამისად, უნდა შესრულდეს.

„არ ვიცი, რატომ გაქვთ ეს მოლოდინი, რომ ოპოზიციამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ამნისტიის კანონპროექტს. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ ამ თემაზე საუბრები კვლავ განახლდება. მთავარი ამოცანაა, რომ ახლა ჩვენ დავბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების კალაპოტში. ეს ნიშნავს, რომ შევასრულოთ ის შეთანხმება, რომელსაც ერთობლივად მივაღწიეთ. ეს არის ამ შეთანხმების ნაწილი, შესაბამისად, ეს უნდა შესრულდეს. ჩვენ პირველი მოსმენით მას მხარი დავუჭირეთ და გვგონია, რომ ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლის შემდეგ შევთანხმდებით, რომ რაღაც მსგავსი დოკუმენტი უნდა მივიღოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები