ალეკო ელისაშვილი – ნინოწმინდის პანსიონზე: ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც არანაირი აუღებელი და შეუვალი ციხე-სიმაგრეები არ უნდა არსებობდეს

“სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ ყველგან უნდა მიესვლებოდეს”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახემწიფოს ნინოწმინდის პანსიონის შემოწმების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

„დეკლარირებულად და კონსტიტუციურად ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც არანაირი აუღებელი და შეუვალი ციხე-სიმაგრეები არ უნდა არსებობდეს. სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ ყველგან უნდა მიესვლებოდეს და ყველგან უნდა ჰქონდეს შემოწმების შესაძლებლობა. დახურული სივრცეები არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები