ნიკა მელიას ადვოკატი: სამივე მოწმის ჩვენება “ქოფი-ფეისთით” არის გაკეთებული

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხული სამი მოწმის ჩვენებას “ქოფი ფეისთი” უწოდა.

მისი თქმით, ჩვენებები ღიმილის მომგვრელია.

“სამივე მოწმის ჩვენება “ქოფი-ფეისთით” არის გაკეთებული. სასამართლოზე ორი პოლიციელი და ნათია ბერიძე იყვნენ მისული. ერთსა და იმავეს იმეორებდნენ, რომ თითქოს ნიკა მელია გაჰყვიროდა მიტინგზე მეორე ვარდების რევოლუცია უნდა მოვაწყოთო. თუმცა, ნათია ბერიძეს (20 ივნისის მიტინგზე) ყველაფერი აქვს გადაღებული და მაინცდამაინც მის მიერ გადაღებულ ხუთ ვიდეო-ფაილში არ აღმოჩნდა ნიკა მელიას სიტყვები, როგორ აწყობენ “ვარდების რევოლუციას”. იმ ფირებში ამის გარდა ყველაფერია. როდესაც ვკითხე, უწყვეტ ფირში რატომ არ აღმოჩნდა ის ფრაზა, რაზეც აპელირებით, რომ ნიკა მელია თითქოს გეგმავდა მეორე “ვარდების რევოლუციას” მან ახსენა, რომ მაინც და მაინც, ამ დროს ნიკა მელია შორს იდგა, ეს ფრაზა კი ესმოდა, მაგრამ ტელეფონმა ვერ ჩაიწერა, რაც რა თქმა უნდა, სასაცილო და ღიმილისმომგვრელია”, – აცხადებს კონდახიშვილი.

ცნობისთვის, 20 ივნისთან დაკავშირებით, სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის სამმა მოწმემ მისცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები