ირაკლი კობახიძე: ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ყველაფერი მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს

“ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ყველაფერი მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა საქმე ბავშვთა უფლებებს ეხება, დაუშვებელია, რომ, თუნდაც მინიმალურ დონეზე, ვინმემ ისაუბროს გამჭვირვალობის დეფიციტზე.

„ერთადერთი პოზიცია, რაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შეიძლება, დავაფიქსიროთ, არის ის, რომ მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. საქმე ეხება ბავშვთა უფლებებს და დაუშვებელია, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე, ვინმემ ისაუბროს გამჭვირვალობის დეფიციტზე. ყველაფერი, რაც ამ საქმეს უკავშირდება, უნდა იყოს საჯარო. აუცილებლად გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ამისთვის გაკეთდება ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები