ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელის დოკუმენტი თავიდან ბოლომდე შესრულდება

”შარლ მიშელის დოკუმენტი თავიდან ბოლომდე შესრულდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ იქნება.

„რვა პარტიიდან, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, ოთხს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამ დოკუმენტს ბოლომდე მივყვებით და თავიდან ბოლომდე შესრულდება. ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები