მაკა ბოჭორიშვილმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარში – „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში”, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ პროგრესზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიან იმპლემენტაციასა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმებაში რეგიონული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის, მრავალ დონიანი მმართველობისა და მოქალაქეთა მმართველობაში თანამონაწილეობის საკითხებს. მაკა ბოჭორიშვილმა სემინარის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლების გეგმაზე, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ და ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილ ნაბიჯებზე. პროექტი ხორციელდება ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აშშ-ს საელჩოს მიერ, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.