ნიკა მელიას ადვოკატი: დღეს გაგრძელდება პროცესი, ვნახავთ, ვინ მოწმეებს მოიყვანენ ან რა ფორმატით გავაგრძელებთ მუშაობას

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, დაცვის მხარისთვის უცნობია იმ მოწმეების ვინაობა, რომლებიც დღეს მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენებას მისცემენ.

“ცოცხალი თავით ბრალდების მხარე არ ამხელს იმ მოწმეების ვინაობას, რომელთა დაკითხვასაც ვაპირებთ დღევანდელ სასამართლო პროცესზე. ეს არის საკმაოდ უცნაური, ვერ აიხსნება ეს შიში, თუ რატომ არ უნდა გახდეს წინასწარ ცნობილი მხარისთვის, რა ფორმატით ვმუშაობთ. დღეს გაგრძელდება პროცესი, ვნახავთ, ვინ მოწმეებს მოიყვანენ ან რა ფორმატით გავაგრძელებთ მუშაობას. მე ამას ვხსნი იმით, რომ მოწმეების უმეტესობა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია. ასევე, ზოგიერთი მოწმე არაძალოვანი სტრუქტურიდანაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იძლევა ცრუ ჩვენებებს ნიკა მელიას ბრალდების წინააღმდეგ. არ უნდათ, საჯარო გახდეს ამ მოწმეების ვინაობა და, ასევე, ეშინიათ მოწმეების დისკრედიტირების”, – აცხადებს ადვოკატი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები