ალუდა ღუდუშაური: საერთოდ არ არის საინტერესო, გახარიაზე ვიყოთ ფოკუსირებულები, მოვუწოდებდი, პარტიის დაფინანსების წყარო გაასაჯაროოს
“ბატონი გახარია, “ქართული ოცნებისთვის” არანაირ დღის წესრიგს არ წარმოადგენს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
ღუდუშაური გახარიას პარტიის დაფინანსების წყაროს გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
“ბატონი გახარია “ქართული ოცნებისთვის” არანაირ დღის წესრიგს არ წარმოადგენს – ჩვენთვის ასე არ არის, რომ სერიოზულ კონკურენტად ან პოლიტიკურ ოპონენტად განვიხილოთ, საერთოდ არ არის საინტერესო, გახარიაზე ვიყოთ ფოკუსირებულნი. უმჯობესია, მათ საზოგადოებას ღიად დაანახონ, თუ საიდან ფინანსდებიან. რაც შეეხება გახარიას მოქმედებებს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა მან თანამდებობა დატოვა და “ნაციონალური მოძრაობის” იმდროინდელ ქმედებებსა და განცხადებებს, თუ მათ ერთმანეთს შევადარებთ, გამოჩნდება, რომ მათ შორის შესაძლოა, იყოს ჯაჭვი და რაღაც ბმა. მე მას მოვუწოდებდი, გაასაჯაროოს დაფინანსების წყარო”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.