სოფელ მუღანლოს უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ იდეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, ერთ-ერთი სწორედ არის სოფელ მუღანლოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოიყო. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის, ასევე სოფელ მუღანლოსთვის, სადაც დაახლოებოთ ექვსი ათასი მცხოვრებია. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ქსელის მოწყობა, ორი რეზერვუარის მშენებლობა, შედეგად განახლებული სისტემა მოგვცემს საშუალებას, რომ 2022 წლის გაზაფხულისთვის სოფელს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება მივაწოდოთ. კონტრაქტორის პროგნოზით პროექტი წინსწრებით მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოები ვადაზე ადრეც დასრულდება,“ -განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თქმით, დგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ათეული წლების შემდეგ, პირველად ისარგებლებს.

,,სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა წყლის მიწოდების პრობლემა. აქ, წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს წყლის სისტემისა და მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 44 კილომეტრამდეა. დღეის მდგომარეობით, 15 კილომეტრი უკვე აშენებულია. ასევე, აქტიურ ფაზაშია ახალი რეზერვუარების მშენებლობა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ათეული წლების შემდეგ, პირველად ისარგებლებს,’’-აღნიშნა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსნადრე თევდორაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები