“ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს – “ადგილი აქვს კომპანიის დისკრედიტაციის მცდელობას”

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი„ ეხმაურება პროტესტის მონაწილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ადგილობრივებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“კომპანია ემიჯნება და კატეგორიულად გმობს შანტაჟს და მიაჩნია, რომ ადგილი აქვს „ჯორჯიან მანგანეზის„ დისკრედიტაციის მცდელობას.

“მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები, დაინტერესდნენ პროტესტის მონაწილეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით და უმკაცრესად იმოქმედონ კანონის შესაბამისად. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა უმკაცრესად დაისაჯოს ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მხილებული ყველა პირი.

მიგვაჩნია, რომ ამ მეთოდებით ბრძოლა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რაც საზოგადოებისთვის ნაცნობი წარსული პრაქტიკაა, რომელსაც კომპანია გმობს და ემიჯნება.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირველ ყოვლისა, აზიანებს კომპანიასა და მოლაპარაკებების პროცესს, რაც საფრთხეს უქმნის დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვასა და საქმის დროულად გადაწყვეტას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები