გუგა ქაშიბაძე: ორი ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში, რუჯის მიღების მიზნით ზედაპირული დამწვრობა მიიღეს მთელს სხეულზე

“ამ წუთას ორი ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში. რუჯის მიღების მიზნით ზედაპირული დამწვრობა მიიღეს მთელს სხეულზე”, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მზეს ბავშვები და მოხუცები განსაკუთრებით უნდა მოერიდონ.

“პირველი პაციენტები უკვე გამოჩნდნენ მზით დამწვრობით. ამ წუთას ორი ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში. რუჯის მიღების მიზნით მიიღეს ზედაპირული დამწვრობა მთელს სხეულზე. მათი მდგომარეობა სტაბილურია. რეკომენდებულია მზეზე ყოფნა დილის 11 საათამდე და დღის 4 საათის შემდეგ. განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ მზისგან პატარა ბავშვები და მოხუცები. მათი საცურაო კოსტიუმები მაქსიმალურად უნდა ფარავდეს სხეულს, თუ იქნება გრძელ სახელოიანი და გრძელი შორტები, უკეთესია”, – აცხადებს ქაშიბაძე.

რაც შეეხება ლეღვის ნახარშით მიღებულ დამწვრობებს – წელს ამ მიზეზით კლინიკაში, ჯერჯერობით, არავინ მოხვედრილა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები