“ქართული ტელევიზიები თურმე უკრაინაზე ავრცელებენ, რომ კორუმპირებული ქვეყანაა, რაც მთელმა მსოფლიომ ისედაც იცის და რაზეც არა მხოლოდ ევროპული და ამერიკული, არამედ სხვა მედიებიც საუბრობენ” – სამხარაძე

“ქართული ტელევიზიები თურმე უკრაინაზე ავრცელებენ, რომ კორუმპირებული ქვეყანაა, რაც მთელმა მსოფლიომ ისედაც იცის და რაზეც არა მხოლოდ ევროპული და ამერიკული, არამედ სხვა მედიებიც საუბრობენ”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს.

ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას ეხმაურება.

„თურმე, ეს ტელევიზიები ოკუპირებულ ქვეყანაში პრორუსულ ნარატივს ავრცელებენ, არადა ორივე მედია ოკუპაციაზე ხშირად საუბრობს. სოლიდურ ახსნას და განმარტებას ვერ ვისმენთ მათ მიერ ჩამოწერილი მიზეზებიდან. მათივე ახსნიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოში თავისუფალ მედიასა და თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა, ცენზურის მცდელობა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ამაში ადანაშაულებდნენ ამერიკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი. მათ ეს ყველაფერი იუკადრისეს და თქვეს, რომ ასე არ იყო, ევროპაში თავისუფალ სიტყვას არავინ ზღუდავს, მაგრამ ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთ ქვეყანას ჰქონდეს მცდელობა, სხვა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა შეზღუდოს“, – ამბობს სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები