ორშაბათს, აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს.
როგორც WSJ-ის თეთრი სახლის კორესპონდენტმა, მერედიტ მაკგრომ აღნიშნა, ეს ორგანიზაციის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც უშიშროების საბჭოს პირველი ლედი უხელმძღვანელებს.
უშიშროების საბჭოს წევრები განათლების, ტექნოლოგიების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
მელანია ტრამპის მთავარი გზავნილი განათლების გზით მშვიდობისკენ მოწოდება იქნება.