ჰუბერტ ქნირში: საქართველო იქნება უფრო ძლიერი, თუ მისი პოლიტიკა მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის ყველა პარტიის მხრიდან

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველო იქნება უფრო ძლიერი მსოფლიოში, თუ მისი პოლიტიკა მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის ყველა პარტიის მხრიდან და ეს მხარდაჭერა გამოხატული იქნება პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობის გზით.

„მქონდა პატივი, მესაუბრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე თავმჯდომარე სამხარაძისა და წევრების მოწვევით. განვმარტე გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური მონახაზები, მათ შორის, ჩვენი ღრმა ჩართულობა მსოფლიოს მულტილატერალიზმში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის ძლიერი ურთიერთობებისთვის. მივიღე უამრავი კითხვა ორმხრივ საკითხებსა და იმ ძლიერ ურთიერთობებზე, რომელიც გვაქვს ეკონომიკურ, აკადემიურ და ურთიერთთანამშრომლობის სხვა მრავალ ველზე. დიდი პატივია, წარმოვადგენდე გერმანიას ამ ქვეყანაში და გვაქვს ღრმა და ძლიერი ურთიერთობები. საქართველო იქნება უფრო ძლიერი მსოფლიოში, თუ მისი პოლიტიკა მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის ყველა პარტიის მხრიდან და ეს მხარდაჭერა გამოხატული იქნება პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობის გზით“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები