საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 715 ათასი ადამიანია
ამ დროისთვის, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 715 ათასი ადამიანია.
შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.
“2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 27,643 – მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 129,544,402.18 ლარი.
იანვრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია”, – წერია ინფორმაციაში.