ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მიღწევების შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, რაც გვაქვს, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის სფეროში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორუფციის თემის განხილვისას ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ სისტემური პრობლემის არსებობა თავადვე უარყო.

მისი თქმით, გამოწვევები ყველა მიმართულებით არის, მაგრამ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია იმ მიღწევების შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, რაც, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის სფეროში არსებობს.

„რაც შეეხება კორუფციის თემის განხილვას, რაზეც გახარიას საუბარი ჰქონდა ორი დღის წინ, თითქოს ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ერთ-ერთი სისტემური პრობლემა, მან თავადვე უარყო ასეთი რამ, სისტემური პრობლემის არსებობა. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის ყველა მიმართულებით, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მიღწევების შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, რაც გვაქვს მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. ეს არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები