კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 676, იმერეთში – 126, აჭარაში – 102
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარაში – 102, იმერეთში – 126, ქვემო ქართლში – 66, შიდა ქართლში – 65, გურიაში – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 89, კახეთში – 43, მცხეთა-მთიანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 746, საიდანაც: 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 980, აჭარაში – 416, იმერეთში – 480. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 802 პირი, მათ შორის, თბილისში – 399, აჭარაში – 88, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 16, იმერეთში – 19. 631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 – თბილისში, 248- აჭარაში. 7 408 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.