საქართველოს პრემიერმინისტრი სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 1-ელ ივნისს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. თურქეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერს გააკეთებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიეცპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  – ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები