ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია

ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად 7 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა. ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნისანის“ მარკის ავტომობილი საწვავმზიდს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები