რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება ამბროლაურში – ინტერვიუ მუნიციპალიტეტის მერთან

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ ისაუბრა.

– ბატონო ზვიად, კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა მსხვილმასშტაბიანი პროექტები   განხორციელდა უკვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და რა იგეგმება ახლო მომავალში?

– პირველ ყივლისა, მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მუნიციპალიტეტით დაინტერესებისთვის.  

ბოლო 3 წლის განმავლობაში, დაფინანსების სხვადახვა წყაროთი, ამბროლაურში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.

ჩვენთვის, როგორც მაღალმთიანი მხარისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურისგანვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. გასულ წლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტების შედეგია, რომ დღეს მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი უკვე სარგებლობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზებით.

მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება ასევე  წყალსადენი სისტემების მოწესრიგებისთვის. აქტიურ ფაზაშია სოფლების გაზიფიცირების პროცესი. ვცდილობთ, არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა ის სფეროსადაც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გარკვეული პრობლემები იკვეთება.

– როგორი მდგომარეობაა სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით?

–სპორტის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მუნიციპალიტეტის
 ერთერთი ძირითადი მიმართულებაა.

ქ. ამბროლაურში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, სადაც შესაძლებელია, ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან სპორტულ შეხვედრებს. გარდა ამისა, განხორციელდა დახურული სპორტული დარბაზისა და ღია სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია, აშენდა 40-მდე მცირე მოედანი სოფლებში, გაკეთდა სავარჯიშო სივრცეები – ე.წ. ტრენაჟორები.

აღნიშნულ ობიექტებსაქ არსებუ სხვა სპორტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულებითრაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასსპორტის სხვადასხვა სახეობის მეტად განვითარებასს და მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის გაზრდას.

– როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქალაქის ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რა სახის სამუშაოები ხორციელდება ამ მიმართულებით?

– დიახ, მიმდინარე წელს ამბროლაურში სამი ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა
ხორციელდებადასრულების ეტაპზეა კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციაპარალელურად, დაწყებულია ბრატისლავარაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიაღნიშნული ქუჩების კეთილმოწყობა გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებასგამწვანებასსანიაღვრე სისტემისა და განათების მოწყობასგარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებასახალი ღობეების მშენებლობასა და სხვა დამატებით სამუშაოებს ითვალისწინებს.

იწყება მდკრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობასადაც დაგეგმლია რეკრეაციული ზონის მოწყობაგასართობი სივრცეების შექმნაბულვარის გაკეება და კაფებარების მშენებლობაეს არის ქალაქის სამი ცენტრალური ქუჩარომელთა სინთეზის შედეგად ამბროლაუ კიდევ უფრო  გამორჩეული და მიმზიდველი ქალაქი გახდება.

აქვე მინდა, აღვნიშნო პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა  – ,,განახლებული რეგიონები“, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს რეგიონებს, განვითარდეს და ეკონომიკურად გაძლიერდეს. ეს კი, თავისთავად, დადებითად აისახება მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე და ხელს შეუწყობს მათ ადგილზე დამაგრებას. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია 2 ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული დამსვენებლების ერთ-ერთ ძირითად თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.

რაჭის ყველაზე დიდი სიმდიდრე აქ არსებული ადამიანური რესურსია და ვცდილობთ, თითოეული პროექტის თუ პროგრამის განხორციელებისას სწორედ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. დაგეგმილია მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებისა და თითოეული ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები