ალუდა ღუდუშაური: სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ დარჩა მიხეილ სააკაშვილის დაწერილი სცენარის მოქმედების ქვეშ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც პარტია პარლამენტში შედის.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო არაფერი აქვს არც დასავლეთთან და არც საერთაშორისო პარტნიორებთან.
“სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა კვლავ მიხეილ სააკაშვილის დაწერილი სცენარის მოქმედების ქვეშ. „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო არაფერი აქვს არც დასავლეთთან, არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მათი შემოსვლა ხდება პარლამენტში, მაგრამ არ ხდება იმ სულისკვეთებაზე, შეთანხმებაზე მიერთება, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების და აშშ-ის დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული. “ნაციონალური მოძრაობა” რადიკალური პოლიტიკური ძალაა”, – ამბობს ალუდა ღუდუშაური.