ანა ბუჩუკური – ,,ნაცმოძრაობაზე”: მანამდე ამბობდნენ, არასოდეს შევალთ პარლამენტშიო, ვერ გეტყვით, მათი პრინციპი რას ეფუძნება

“მანამდე ამბობდნენ, არასოდეს შევალთ პარლამენტშიო, ვერ გეტყვით, მათი პრინციპი რას ეფუძნება”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო პარტიამ ეს გადაწყვეტილება.

„არ მიმაჩნია, რომ ამომრჩეველს დღევანდელ მოცემულობაში საერთოდ აინტერესებდეს „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება. რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი, მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს, როცა პარლამენტში შემოსვლაზე პრინციპულად უარს აცხადებდნენ. მანამდე ამბობდნენ, რომ არასოდეს შევალთ პარლამენტშიო, მაგრამ ვერ გეტყვით, მათი პრინციპი რას ეფუძნება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები