ანა ბუჩუკური: ჩვენი გუნდი და გიორგი გახარია ვინმეს სათადარიგო ვარიანტი არ არის
“ჩვენი გუნდის მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარია და მათი გუნდი ვინმეს სათადარიგო ვარიანტი არ არის.
„ვის და როგორ გავუწევთ კონკურენციას, ეს იქნება დიდი შრომის შედეგი. ფაქტია, რომ ჩვენი გუნდის მიმართ დიდი მოლოდინია საზოგადოებაში. პარტიული დაფინანსება იქნება საჯარო, ორივე მხარე ბევრ რამეს გვაბრალებს, ამიტომ, სერიოზულად არ ღირს ამ ყველაფერში შესვლა. გიორგი გახარია ბევრი სხვადასხვა თვისებით გამოირჩეოდა, მათ შორის, იმითაც, როგორი იყო მისი დამოკიდებულება კორუფციასა და ნეპოტიზმზე. ყველა დაინახავს ჩვენს ქმედებებს საქმითა და ქმედებებით. ჩვენი გუნდი და გიორგი გახარია ვინმეს სათადარიგო ვარიანტი არ არის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.