სალომე ზურაბიშვილი: ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებასთან ერთად, ქართული პოლიციაც დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას

“დემოკრატიული, ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როდესაც ქვეყანაში უზრუნველყოფილია მოქალაქეების უსაფრთხოება, დაცულია მათი უფლებები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებასთან ერთად, ქართული პოლიციაც დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას.

„დემოკრატიული, ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როდესაც ქვეყანაში უზრუნველყოფილია მოქალაქეების უსაფრთხოება, დაცულია მათი უფლებები. ამ მიზნის მიღწევაში პოლიციის როლი უდიდესია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გავიდა. ქართულ პოლიციაზე, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ინსტიტუტზე სრულიად აირეკლა სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები და საზოგადოების მოთხოვნები. ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებასთან ერთად, ქართული პოლიციაც დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას. ძირეული და მასშტაბური რეფორმებისა და თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგად, ის თანამედროვე და დემოკრატიული სტანდარტების მქონე პოლიციად ჩამოყალიბდა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები