ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტი: დავოსი და აბასთუმანი მსოფლიოში ორი უნიკალური ადგილია, სადაც ნული ბაქტერიაა – პანდემიისას, ფილტვის მკურნალობით გამორჩეული კურორტები უნდა განვავითაროთ

კონომიკის მინისტრის ახალმა კონსულტანტმა ტურიზმის მიმართულებით, ვალერი ჩეხერიამ „რადიო იმედის“ ეთერში, ტურიზმის განვითარების ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო განავითაროს ეს სექტორი ისეთ კურორტებზე, რომელთა ერთ-ერთი ნიშა ფილტვების მკურნალობაა.

„მსოფლიოში ორი უნიკალური ადგილია, სადაც ნული ბაქტერიაა – დავოსი და აბასთუმანი. ეს ის ადგილებია, სადაც ფილტვი ავტომატურად მუშაობს აღდგენაზე. ესაა კურორტები, რომელიც ყველაზე მეტად მოთხოვნადია ტურისტებში, რომელთაც მოგზაურობის საშუალება და თანხის დახარჯვის სურვილი აქვთ. ჩვენ მთელი აქცენტი ტურისტების რაოდენობაზე არ უნდა გავაკეთოთ. მაღალმხარჯველიან ტურისტებს უნდა შევთავაზოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც დღეს გვაქვს. კორონავირუსის პანდემიისას, რომელიც სწორედ ფილტვებთანაა კავშირში, ფილტვის მკურნალობით გამორჩეული კურორტები უნდა განვავითაროთ“, – აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები