სასამართლომ გუმათში დაკავებული 8 პირი გაათავისუფლა

გუმათში წუხელ ღამით დაკავებული 8 აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა. აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო, ვინაიდან ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

აქტივისტებს გამოძიება პოლიციელების დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. მომდევნო სასამართლო პროცესი 4 ივნისს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, 8 პირი წუხელ გუმათში მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები