გუმათში დაკავებული 8 აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო

გუმათში დაკავებული 8 აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო. აქტივისტების თქმით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რაც მათ დანაშაულს დაამტკიცებს. დაკავებულებმა სასამართლო დარბაზი დატოვეს.

მათ გამოძიება პოლიციელების დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. მომდევნო პროცესი 4 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, 8 პირი წუხელ გუმათში მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები