მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე-მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

“კვირას” ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა 21 მაისს გაუჩინარებული მამაკაცი ამოიცნეს.

ცნობისთვის, 21 მაისს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში სოფელ მეტეხის მკვიდრი გაუჩინარდა. როგორც თანასოფლელები ამბობდნენ, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები