ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხვედურეთში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ზემო ხვედურეთში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა ანაკრები რკინა-ბეტონის ღარებით ხორციელდება, სულ 590 გრძ.მეტრი. პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 59301,99 ლარით არის დაფინანსებული. სამუშაოებს შპს,, შარა“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები