თორნიკე რიჟვაძე: დავიწყეთ მზადება აჭარის ბიუჯეტის კორექტირებაზე, რომელიც იქნება უპრეცედენტო
“ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის კორექტირებაზე და კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„ყველა შესაბამის მხარჯველ დაწესებულებას, როგორც სამინისტროებს, ასევე მუნიციპალიტეტს მინდა, ვთხოვო ყველა იმ პროექტის, მოთხოვნის ძალიან ოპერატიულად წარდგენა ფინანსთა სამინისტროსთან, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ კორექტირებულ ბიუჯეტში და ასევე აღვნიშნავ, რომ უკვე 4 თვის მონაცემებით გადაჭარბებითაა შესრულებული პრივატიზაციის წლის გეგმა და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ბიუჯეტი დავგეგმოთ საკმაოდ ოპტიმისტურად და აქ იყოს გათვალისწინებული ყველა ის საკითხი, რომელიც აჭარის მოსახლეობას აწუხებს. კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.