გაბრიელიუს ლანდსბერგისი: საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ აირჩიეს ევროკავშირი სტრატეგიულ პარტნიორად – ყველას ერთად სურს ევროპის მეტი ჩართულობა
„ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგია, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა, ხალხი მიისწრაფვის ევროპული გზისკენ”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის,საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირი სტრატეგიულ პარტნიორად აირჩიეს.
„ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგია, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა, ხალხი მიისწრაფვის ევროპული გზისკენ. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ აირჩიეს ევროკავშირი სტრატეგიულ პარტნიორად. ბელარუსში ხალხი მიისწრაფვის დემოკრატიისკენ. სომხეთში მშვიდობა სურთ, ყველას ერთად სურს ევროპის მეტი ჩართულობა. ამიტომ, ჯერ უნდა მოვუსმინოთ მათ, რას ამბობენ და ვიყოთ აქტიურად ჩართულები რეგიონში“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.