მამუკა მდინარაძე – ლევან ვასაძისა და დუგინის შეხვედრაზე: ვინც პირდაპირ თუ ირიბად ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და საერთო აქვს, ჩემთვის მიუღებელია

“ის, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და საერთო აქვს, ჩემთვის მიუღებელია”,- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე “ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელს, ლევან ვასაძესა და კრემლის იდეოლოგად მიჩნეულ, ალექსი დუგინს შორის გამართულ შეხვედრას.

მდინარაძის თქმით, მას ისეთივე დამოკიდებულება აქვს ამასთან დაკავშირებით, როგორიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ესმის, რა არის ეროვნული ინტერესი.

“ის, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ოკუპანტი ქვეყნის და ოკუპანტი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, საერთო აქვს, იზიარებს გარკვეულ საკითხებს, მათ უჭერს მხარს, ჩემთვის ისევე მიუღებელია, როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სწორი დამოკიდებულება აქვს ვინ არის მტერი, რა არის ეროვნული ინტერესი, ვინ არის ოკუპანტი და რას აკეთებს იმისათვის, ეს ქვეყანა და ქართული, ეროვნული ინტერესი დააზიანოს”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები