Ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება ხელმოწერით დაადასტურეს მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ.

“მემორანდუმის მიზანია, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, აგრარული პროფსიული განათლებისა და მასში არსებული საგანმანათლებლო სერვისების შესახებ, არაფორმალური განათლების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა და ხელშეწყობა. მემორანდუმის საფუძველზე ასოციაცია უზრუნველყოფს ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში პროფესიული პროგრამების გამართვას, კონსულტაციას, აგრარული პროფესიების პოპულარიზაციას.

ჭიათურაში, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებას „ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები