გრიგოლეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის

გრიგოლეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი 3 სახლზე გადავიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 ეკიპაჟია მობილიზებული და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ხანძრის შესახებ ცხელ ხაზზე ზარის მიღებისთანავე ოპერატიულად მოხდა რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები