ლევან ნიკოლეიშვილი: ,,ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია უკვე გასცდა თავიდან გამოცხადებულ მიზნებს და პოლიტიკური მოტივები გაჟღერდა
,,ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია უკვე გასცდა თავიდან გამოცხადებულ მიზნებს და გაჟღერდა პოლიტიკური მოტივები”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან დიდი ეჭვი ჩნდება, რომ მათ უკან არიან არა აქციის ორგანიზატორები, არამედ – შემსრულებლები, რომლებიც დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ.
„,,ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია უკვე გასცდა თავიდან გამოცხადებულ მიზნებს და გაჟღერდა პოლიტიკური მოტივები. ჯერ მათი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, როცა გამოაცხადეს დედაქალაქის პარალიზება. ამას დაემატა აღლუმის ჩაშლის მცდელობა. ახლა ქმედება, რომელიც მათ დაგეგმეს და ცდილობენ, რომ განახორციელონ უკვე ადგილზე, რიონის ხეობაში, ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რაც ხორციელდებოდა ცესკოსთან. ძალიან დიდი ეჭვი ჩნდება, რომ მათ უკან არიან არა აქციის ორგანიზატორები, არამედ – შემსრულებლები, რომლებიც ფართო პლანზე ჩანან, რომლებიც დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
გასულ ღამეს თბილისიდან დაბრუნებულმა „რიონის ხეობის მცველებმა“ ღამე გუმათში გაათენეს და რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამდნენ. პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი „ბარიკადებს იქამდე ურტყამენ, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს ტერიტორიას“.