პოლონეთში ვაქცინაციის წახალისების მიზნით ლატარეა გათამაშდება
პოლონეთში ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის წახალისებისთვის ლატარეა გათამაშდება.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრის კანცელარიის ხელმძღვანელმა, მიხაილ დვორჩიკმა განაცხადა.
ლატარეა Totalizator Sportowy პირველ ივლისს დაიწყება, მასში მონაწილე პირებს ფულისა და ჰიბრიდული ავტომობილების მოგება შეეძლებათ.
აღინიშნება, რომ ყოველი 2 ათასი აცრილი მიიღებს 140 დოლარს, რაც გარანტირებულ პრიზს წარმოადგენს. გათამაშებაში ყველა მონაწილეს მოგების ექვსი შანსი ექნება.
გათამაშება ყოველ კვირას გაიმართება 14 ათასი დოლარის ოდენობით, ასევე, სხვადასხვა პრიზიც იქნება, როგორებიც არის ელექტროსკუტერები, საწვავი, ან სადაზღვევო ვაუჩერები.
თვეში ერთხელ გათამაშდება 28 ათასი ოდენობის თანხა და ჰიბრიდული ავტომობილი.
როგორც დვორჩიკმა თქვა, გათამაშებაში მონაწილეობის მიღება უკვე ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
ანალოგიური გათამაშება ოჰაიოს შტატშიც დაიწყო, რომელიც 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ყველა აცრილ მოქალაქეებს 18 წელს ზემოთ. კვირაში ერთხელ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება. როგორც შტატის გუბერნატორმა თქვა, ფულად პრიზს ფედერალური ბიუჯეტიდან გადაიხდიან.