ნიკოლოზ სამხარაძე გაერო-ს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, საბინე მახლს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გაერო-ს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, საბინე მახლს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს გაერო-სა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობაზე, გაერო-ს მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის განვითარებისკენ, გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, რომლებიც 2021-2025 წლებს მოიცავს, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების გარემოზე რეგიონში და საქართველოს გეგმებზე 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. „შეხვედრისას ვისაუბრეთ მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების მიმართულებებზე და მათში პარლამენტის ჩართულობაზეც.
ასევე, ზოგადად, დონორებთან ურთიერთობაზე და იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გარემოს დაცვას, განათლებას და ჯანდაცვას. შევთანხმდით, რომ დონორებთან ერთად კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე მოვიწვევთ მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც მოგვახსენებენ დონორი ორგანიზაციების დახმარებით და დაფინანსებით რა კეთდება საქართველოში”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები