ბჟანია – კორონავირუსთან ბრძოლაზე: დილით ვსვამთ ჭაჭას, 30 გრამს, ყველა ოფისშია ერთი ბოთლი ჭაჭა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს ჭაჭის სმით ებრძვიან.

“თქვენთვის არ უთქვამთ, როგორ ვებრძვით ეპიდემიას? დილით ვსვამთ 30 გრამ ჭაჭას. ყველა ოფისში არის ჭაჭის ბოთლი, მას ხელებზე ისხამენ, ზედაპირებს წმენდენ და სხვა”, – ასე უპასუხა ასლან ბჟანიამ რუსი ჟურნალისტების კითხვას, რომლებიც დაინტერესდნენ, როგორი ვითარებაა ამჟამად აფხაზეთში ვირუსთან დაკავშირებით, რადგან სოხუმის ქუჩებში პირბადე არავის უკეთია.

“თქვენთვის არ უთქვამთ, როგორ ვებრძვით ეპიდემიას? დილით ვსვამთ 30 გრამ ჭაჭას. ყველა ოფისში არის ჭაჭის ბოთლი, მას ხელებზე ისხამენ, ზედაპირებს წმენდენ და სხვა. მაგრამ, სერიოზულად რომ გითხრათ, რა თქმა უნდა, ვიცით, რა არის კორონავირუსი და ყველა ზომას ვიღებთ მასთან საბრძოლველად. ამისათვის სამედიცინო დაწესებულებებში შეიქმნა აუცილებელი პირობები, გადამზადდნენ ექიმები და სამედიცინო პერსონალი. ამ მხრივ რუსეთიც გვეხმარება. ყველაფერი ერთად გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ სიტუაცია კონტროლდება. მაგრამ ხალხს ვეუბნებით, რომ აუცილებელია ნიღბების რეჟიმის დაცვა, ავკრძალეთ მასობრივი ღონისძიებები, ქორწილები და ა.შ. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყველაფერი მოვაწესრიგეთ”, – თქვა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები