შალვა პაპუაშვილი: მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს გადასაწყვეტია, როდის და რა საკითხზე ჩაატარონ კონფერენცია

მმართველი გუნდის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს გადასაწყვეტია, როდის და რა საკითხზე ჩაატარებენ კონფერენციას.

„ვხედავთ, რომ ოპონენტები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორი, როდესაც ისინი თავად მოსამართლეებს მოუწოდებენ, გადადონ კონფერენცია, ამით აღიარებენ, რომ სხვა მექანიზმი არ არსებობს. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ამ საკითხში ვერ ჩაერევა, ეს არის მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო და მათი გადასაწყვეტია, როდის და რა საკითხზე ჩაატარონ კონფერენცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე უნდა აირჩიონ. ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები