ქუთაისში ტაქს „მაქსიმის“ მძღოლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში ტაქს „მაქსიმის“ თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს. მძღოლები ორახელაშვილის ქუჩაზე არიან შეკრებილები და კომპანიისგან მომსახურების ფასის გაზრდას ითხოვენ და ამბობენ, რომ საწვავის გაზრდის გამო მათი შემოსავალი თითქმის განულდა.

„მიზერულ ფასებში ვემსახურებით კლიენტებს. იცით, რომ სამ ლარს გაცდა ერთი ლიტრი საწვავის ფასი, ამიტომ, ვეღარ ვყიდულობთ საწვავს. თან კომპანია „მაქსიმის“ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის პრობლემაა, კომპანიას არ აქვს ოფისი ქუთაისში და საჭირბოროტო საკითხებზე ვერავის მივმართავთ”, – ამბობს ერთ-ერთი მონაწილე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები